კომპანია Packaging Systems Georgia  LLC  შედის იმ კომპანიათა ჯგუფში და  ის ახორციელებს ისეთი ტექნოლოგიური დანადგარების რეალიზაციას, რომლებიც იწარმოება  ევროპის რიგ ქვეყნებში,  აგრეთვე ინდივიდუალური და მზა ინტეგრირებული გადაწყვეტილებების  მქონე  სამთო, ქიმიური, პეტროქიმიური, მეტალურგიული, ენერგეტიკული, ფარმაცევტული და საფეიქრო მრეწველობისთვის საჭირო დანადგარების რეალიზებას.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს  ისეთი დანადგარების  მიწოდება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მარკირების დასატანად როგორც ჭავლური ისე ლაზერული გამოყენებისთვის და რომელიც მოთხოვნადია  თითქმის ყველა ინდუსტრიაში. გარდა ამისა,  კომპანია ასევე უზრუნველყოფს  დანადგარების მოწოდებას  კომერციული ბეჭდვისთვის.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქარხნებსა და საწარმოებთან და დამკვეთს უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის, თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციით.

„ Packaging Systems Georgia” LLC   წარმოადგენს Sato-ს და Hitachi -ს ოფიციალურ დილერს და ექსლკუზიურ წარმომადგენელს,საქართველოში და სომხეთში.

როგორც ბიზნეს პარტნიორმა რთული ტექნოლოგიური აღჭურვილობის წარმოების მრავალი ცნობილი ლიდერისა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენს  მიერ  დასახული მრავალი ამოცანის გადაწყვეტა.

ჩვენი კომპანიის კრედო არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტისა და თითოეული პროექტის მიმართ, ხარისხიანი, ორივე მხარისთვის მომგებიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობა.